ბიძინა გიორგობიანი – თბილისის ომის აქტიური მონაწილეების დევი ჭანკოტაძის და ბუბა კიკაბიძის საარჩევნო სიაში გამოჩენამ ყველაფერს თავის სახელი დაარქვა

ექსპერტი ბიძინა გიორგობიანი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ საარჩევნო კანდიდატების სიას ეხმაურება და წერს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის გამგრძელებელ კრიმინალთა დაჯგუფებას. მისი თქმით, ამ დაჯგუფების სიაში, შესანიღბად შეყვანილი პიანისტები და ტელეწამყვანები, მხოლოდ მათ ბნელ მიზნებს ააშკარავებს რაც არჩევნების შემდეგ პერიოდს უკავშირდება.

„1992 წლის ტრაგედია დღემდე დაღად მოყვება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას. სისხლიანი გადატრიალების წაბაძვით, პერიოდულად ისევ ჩნდება პარლამენტში “შევარდნის” სურვილი, ისე როგორც ეს იყო 2019 წლის ივნისში. სახელმწიფო გადატრიალების ისტორიის სათავისოდ გამოყენებას ვინ არ ეცადა, ყველაზე მეტად კი მიხეილ სააკაშვილი, მან 2004 წელს მემორანდუმიც კი გააფორმა, თითქოს და პუტჩოს შედეგების სრული აღმოფხვრის სურვილი გამოითქვა. რა თქმა უნდა ეს დაპირება ისეთივე ტყუილი აღმოჩნდა როგორც მისი ყველა სიტყვა, მაგრამ თბილისის ომის აქტიური მონაწილეების დევი ჭანკოტაძის და ბუბა კიკაბიძის საარჩევნო სიაში გამოჩენამ ყველაფერს თავის სახელი დაარქვა. ენმ დღეს წარმოადგენს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის გამგრძელებელ კრიმინალთა დაჯგუფებას. ამ დაჯგუფების სიაში, შესანიღბად შეყვანილი პიანისტები და ტელეწამყვანები, მხოლოდ მათ ბნელ მიზნებს ააშკარავებს რაც არჩევნების შემდეგ პერიოდს უკავშირდება“, – წერს ბიძინა გიორგობიანი.

საუბრის დასასრული
დაწერეთ შეტყობინება…

banner
წინა სტატიაში„აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“, ეს არის პირველი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა
შემდეგი სტატიამაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი, მე-3 გარდაცვლილი იპოვეს