აგვისტოში საფრანგეთში ტერაქტების მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის შს მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ აგვისტოს თვეში სპეცსამსახურებმა ტერაქტების მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს – დღეს BFMTV ავრცელებს.
შსს-ს ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ ეჭვმიტანილები ტერაქტების მომზადებაში იყვნენ ჩართულები. “ყველა მათგანი დაკავებულია, მათ უსაფრთხოების სამსახურები დაკითხავენ” – განაცხადა კაზნევმა. მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტერორიზმის ბრალდებით საფრანგეთში დაკავებულია იმდენი ადამიანი, რამდენიც გასულ წელს მთლიანად.
სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოს ჩათვლით ტერორისტულ დაჯგუფებებში ჩართულობის გამო 165 ადამიანი დაიჭირეს.
მინისტრმა 1 აგვისტოს განაცხადა, რომ საფრანგეთში 20-ზე მეტი მეჩეთი და სამლოცველო დაიხურა ექსტრემიზმის პროპაგანდის გამო

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ყირიმის ინციდენტზე მერკელთან და ოლანდთან იჩივლა
შემდეგი სტატია68-ე და 69-ე საარჩევნო ოლქებში შემავალი საარჩევნო უბნების კომისიის წევრთა სკანდალური სია