პუტინმა ყირიმის ინციდენტზე მერკელთან და ოლანდთან იჩივლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერტან, ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან, უკრაინის მხრიდან ყირიმში განხორციელებულ “უხეშ პროვოკაციაზე” ისაუბრა. სატელეფონო დიალოგის მსვლელობისას პოლიტიკოსები ჩინეთში G20 სამიტზე შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
“ამ დონით ძალის გამოყენებისკენ მიდრეკილება, რასაც კიევი ყირიმში უკეთებს დემონსტრირებას, მინსკის ხელსეკრულების პროცესს ზიანს აყენებს” – განაცხადა პუტნმა სატელეფონო დიალოგში – “ბიბისი” წერს.
ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს, მათ შორის მინსკის ხელშეკრულება, უკრაინაში ჩასატარებელი საკონსტიტუციო რეფორმები და ასევე, დონბასის განსაკუთრებულ სტატუსზე ისაუბრეს

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ბლოკის ერთ-ერთი წევრი დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიააგვისტოში საფრანგეთში ტერაქტების მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს