აღმოსავლეთში სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინას მძიმე იარაღი აკლია – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ახლა ომის კრიტიკულ ფაზას გადის, თუმცა არ არის საკმარისი მძიმე იარაღი მტრის უკან დასახევად.

„ახლა უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის. ჩვენ გვაქვს ძალიან სისხლიანი ბრძოლები აღმოსავლეთში. არ გვაქვს საკმარისი მძიმე იარაღი მტრის უკან დასახევად. ამიტომ, არც ერთი წუთით არ ვჩერდებით“, – აღნიშნავს რეზნიკოვი.

მისი თქმით, წინააღმდეგობის ყოველი დღე აძლიერებს ნდობას, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს პირველ ივნისს კარგ ამბებს ელის პოლონეთისგან.

რეზნიკოვმა დასძინა, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა უკრაინის დიდ მეგობართან – აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან.

„ჩვენ ველით უფრო კარგ ამბებს უახლოეს მომავალში, შეერთებული შტატების გამორჩეული ხელმძღვანელობის წყალობით, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ“, – დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტლებში შრომის ბაზრის მაჩვენებლების გაუმჯობესება დაფიქსირდა