აეროპორტში მოწამლული ერთი მოქალაქე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობას განაგრძობს

აეროპორტში მოწამლული ერთი მოქალაქე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობას განაგრძობს. კლინიკის ექიმის ინფორმაციით, 47 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი არის კონტაქტური. ექიმ-ტოქსიკოლოგ თეა მონიავას თქმით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი აირით მოიწამლა მამაკაცი.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში გუშინ, 23:50 წუთზე შემოიყვანეს ,არის 47 წლის მამაკაცი უცნობი აირის ტოქსიკური ეფექტით.ამჟამად ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება ინტენსიური მკურნალობა, მოვლა-მეთვალყურეობა. ამჟამად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის, თუმცა ჯერჯერობით პაციენტი საავადმყოფოში რჩება “,- განაცხადა ექიმ-ტოქსიკოლოგმა.

შეგახსენებთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ მხუთავი აირით მოიწამლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისის აეროპორტში მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს წარმომადგენელი – ესპანეთში დაკავებულებს საქართველოში მხოლოდ ერთ პირთან ჰქონდათ კავშირი
შემდეგი სტატიაკომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში ტერიტორიების დატბორვასთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის კავშირს გამორიცხავს