ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას, მელაშვილის პატიმრობაში დატოვების თაობაზე, გაასაჩივრებს

AWBF3P Judge

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ამ საქმეზე დაკავებულებისთვის განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა, რაც „მოსამართლეს როგოც ჩანს, არ აღმოაჩნდა“.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ამ საქმის სპეციფიკისა და მისი კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა ძალიან დიდი გამბედაობა და მოსამართლეს ეს გამბედაობა როგოც ჩანს, არ აღმოაჩნდა. ეს გამბედაობა ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისთვის არის ძალიან უცხო. ისინი ვერ ბედავენ ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე დაცვის მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა მარიკაშვილმ

banner
წინა სტატიაშიხოშტარია კარტოგრაფების საქმეზე: შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მონები
შემდეგი სტატიაკარტოგრაფების საქმის პროკურორი: ადვოკატებმა “კვაზი” ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს