ხოშტარია კარტოგრაფების საქმეზე: შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მონები

“ბოროტება დგას გულგრილობაზე, მორჩილებაზე, კონფორმიზმზე. შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ჰყავდეს მაგალითად მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში, არ ჰყავდეს ის მონები, ვინც დღეს გალსტუკი მოიჭირა, კოსტიუმში გამოიწკიპა და თავს პროკურორს უწოდებს, ასევე ის პირუტყვი მოსამართლე. ეს დამნაშავეები ახლა წავლენ სახლში, თან ალბათ ოჯახში იამაყებენ კარგად მიდის ჩემი კარიერაო, ტელევიზორში ორჯერ გამოვჩნდიო, მომიწონებენ თავდადებას და დამაწინაურებენო და ნატალია და ივერი აგრძელებენ შეურაცხმყოფელ გარემოში, ციხეში ყოფნას. ეს სიმახინჯე აუცილებლად დამთავრდება”- ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვების საკითხს.

პოლიტიკოსმა შესაბამისი განცხადება Facebook-ზე დაწერა.

banner
წინა სტატიაში“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სასამართლო არ გვაქვს”
შემდეგი სტატიაადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას, მელაშვილის პატიმრობაში დატოვების თაობაზე, გაასაჩივრებს