კარტოგრაფების საქმის პროკურორი: ადვოკატებმა “კვაზი” ექსპერტიზის დასკვნა წარადგინეს

კარტოგრაფების საქმის პროკურორისთვის დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინეს, არასანდო და “კვაზია”.

წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის დაკავებულ მეცნიერების საქმის პროკურორი ამბობს, რომ დასკვნა პოლიტიკურია რადგან დაცვის მხარემ ის გიგი უგულავას ძმას შეადგენინა.

“ეს თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვის მხარემ წარადგინა არს მხოლოდ ერთ პირის მიერ შედგენილი. არც შინაარსობრივად, არც ყველა რეკვიზიტით ის ექპერტიზის დასკვნა ვერ იქნება და ეს კვაზი ექპერტიზის დასკვნა ადვოკატებმა შედაგენინეს გიგი უგულავას ძმას”- ამბობს პროკურორი.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს პატიმრობაში დატოვა და დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სამართალი

banner
წინა სტატიაშიადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას, მელაშვილის პატიმრობაში დატოვების თაობაზე, გაასაჩივრებს
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან