ადვოკატი-“შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან იკვეთება, რომ გამსახურდია თავდამსხმელებმა “სასიკვდილოდ გაიმეტეს”

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება, რომლის დროსაც გამსახურდია დაჭრეს, ჩვეულებრივი ჩხუბი არ იყო. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან იკვეთება, რომ გამსახურდია თავდამსხმელებმა “სასიკვდილოდ გაიმეტეს”.

“ფაქტია, რომ იქ იყო ორთაბრძოლა. იქ არის კვალი დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით მუშაობს საგამოძიებო ორგანოები”,-თქვა ადვოკატმა.

გიგუაშვილი ადასტურებს, რომ ჭრილობები გამსახურდიას ბასრი იარაღით, დანით მიაყენეს, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ვერსია, რომ დანის გარდა გამოყენებულია სხვა საგანიც.

“ყველა ის პირი, ვისაც შეიძლება ინფორმაცია გააჩნდეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოიკითხა, ან მიმდინარეობს გამიკითხვა. უახლოეს საათებში ჩემი თანდასწრებით ჩატარდება იმ ოჯახის წევრის გამოკითხვა, რომელიც სახლში იმყოფებოდა”,-თქვა ადვოკატმა.

ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიიანვრიდან ავტოტრანსპორტზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონებისა და მისი სისტემების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება
შემდეგი სტატიალერი ხაბელოვი-გვსურს, რომ სამინისტროში სპორტი შევიდეს, როგორც საქვეუწყებო ინსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას