ლერი ხაბელოვი-გვსურს, რომ სამინისტროში სპორტი შევიდეს, როგორც საქვეუწყებო ინსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას

„გვსურს, რომ სამინისტროში სპორტი რომ შევიდეს, როგორც საქვეუწყებო ინსტიტუცია, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას – თავისი არსით და ბუნებით, სპორტი მრავალსეგმენტიანი და ფართომასშტაბიანია სფერო, რომელიც მისი სპეციფიკის, მნიშვნელობის და საზოგადოებრივი სტატუსის გათვალისწინებით, უნდა იმართებოდეს ავტონომიურად“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლერი ხაბელოვმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა და და სპორტის სფეროს სტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებით, მოსაზრება გაუზიარა.

„გაერთიანებული სამინისტროს პირობებში და ცენტრალიზებული მმართველობის დროს, როგორც წესი, სპორტის ინტერესები და საჭიროებები მეორე, მესამე პლანზე გადადის. სამინისტროს შიგნითვე იქმნება დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერები, შესაბამისად, ჭიანურდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც საქმეს ვნებს და უკვე გვაქვს ამის რამდენიმე მაგალითი“,- განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი-“შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან იკვეთება, რომ გამსახურდია თავდამსხმელებმა “სასიკვდილოდ გაიმეტეს”
შემდეგი სტატიაუსამართლო, დეგრადირებული, თავისუფლებისაგან განძარცვული, ლუკმა პურს მონატრებული ცხოვრების დედა, ვერანაირად ვერ იქნება ღვთისმშობელი