ადმინისტრაციის წარმომადგენელი: აშშ-ს მიზანია ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა

აშშ-ს მთავრობის მაღალჩინოსანმა თალიბებთან მოლაპარაკებების დაწყებიდან მეექვსე დღეს განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიზანია ავღანეთიდან უცხოური საჯარისო ნაწილების გაყვანა, ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით, რომელიც, უკვე 17 წელია გრძელდება – “ამერიკის ხმა” წერს. წყარომ თალიბებთან მოლაპარაკებაში “საგრძნობ პროგრესზე” ისაუბრა, ამავე დროს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია სამომავლო მოლაპარაკებები, რომ პირობები და ვადები შეთანხმდეს. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გარეშე ჯარის ავღანეთიდან გამოყვანაზე საუბარი შეუძლებელია.

ადრე Reuters-მა გაავრცელა, რომ თალიბებმა და აშშ-მ შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმადაც ავღანეთში 17 წლიანი ომი დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი ცნობილია
შემდეგი სტატიამარიუპოლში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააპატიმრეს