ზურაბ ჭიაბერაშვილი : ნათია თურნავამ უნდა ახსნას, ბოლო-ბოლო რა უნდა საქართველოს მთავრობას

ნათია თურნავამ უნდა ახსნას, ბოლო-ბოლო რა უნდა საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ჭიაბერაშვილმა აქცენტი ხელისუფლების შესაძლო კორუფციულ ინტერესებზე გააკეთა.

“ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება ჰესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას ჰაერივით სჭირდება, თავდაპირველად თავად შექმნა, მაგრამ რატომ გახდა სპეცოპარაციის ჩატარება პანკისის ხეობაში, როცა ანალოგიური ტიპის პრობლემები ჰესებზე სხვა რეგიონებშიც არის? ხომ არ იკვეთება აქ გარკვეული კორუფციული ინტერესები მთავრობის მხრიდან?

კითხვები ნათია თურნავასთან ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს უკავშირდება, როგორიცაა ანაკლია. მთავრობის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და ქმედებები კონსორციუმს კერძო ფონდებიდან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვას ძალიან ურთულებს. ნათია თურნავამ უნდა ახსნას, ბოლო-ბოლო რა უნდა საქართველოს მთავრობას!

ასევე, ჭიათურაში ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის პირდაპირ კორუფციულ ინტერესს, რომელიც რომ არ ყოფილიყო, კომპანია გაცილებით მეტად მოახერხებდა მუშებისათვის ხელფასების გაზრდას და სულ სხვა მდგომარეობა გვექნებოდა.

საქართველოს მთავრობამ საკუთარ კერძო ინტერესიბიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის მომგებიანი ხელშეკრულება წამგებიან ხელშეკრულებაში გაცვალა – თურნავამ უნდა ახსნას, რა მდგომარეობაა “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ჟურანლისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ. თურნავა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს: – ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულება.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი : „ოცნება“ მოქმედებს პრინციპით „ცოლის ნათესავი არ არის ნათესავი” – ყველა მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის პრობლემა დგას
შემდეგი სტატია“ადინ ვოსემ დვადცატვოსემ”-ზე ყველა ეღადავება