ადიდებული მდინარეების კალაპოტში დაბრუნებას სამშენებლო ტექნიკით ცდილობენ

სამეგრელოში დილიდან აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ადიდებული მდინარეების კალაპოტში დაბრუნებას სამშენებლო ტექნიკის გამოყენებითა და ხელოვნური ჯებირების აღდგენით ცდილობენ.

მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო სოფელ წყემიდან გამთენიისას 10-მდე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. სამეგრელოში ზარალს ითვლიან.

პრევენციის მიზნით სანიაღვრეების გაწმენდასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიგა კაციამ ისაუბრა.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, რის დახმარებითაც შეძლებენ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი აცხადებს, რომ ტექნიკა ადგილზე იმდენ ხანს დარჩება, რამდენი დროც საჭირო იქნება პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

banner
წინა სტატიაშიატომურ განიარაღებასთან დაკავშირებით ფხენიანმა აშშ-ს ყველა წინადადება უარყო
შემდეგი სტატიაRMG-ის საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოზე – “ქვემო ქართლის მედია” კვლევას ასაჯაროებს