ატომურ განიარაღებასთან დაკავშირებით ფხენიანმა აშშ-ს ყველა წინადადება უარყო

ტელეარხ CNN-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობამ აშშ-ს ყველა წინადადება და კონკრეტული ნაბიჯები, ატომური იარაღისა და მისი კომპონენტების განადგურების შესახებ, უარყო. აშშ გამოდის წინადადებით დენუკლეარიზაციის პროცესი სრულ კონტროლს დაექვემდებაროს. ფხენიანმა წინადადებაზე უარი თქვა და მას “ბანდიტური” უწოდა.
მასალაში, ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა ჩიხშია შესული. დოკუმენტში, რომელსაც ხელი დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა მოაწერეს სინგაპურში, ატომური განიარაღების დროის ჩარჩოები და სხვა დეტალები მითითებული არ არის – CNN-ი აღნიშნავს.

კიმ ჩენ ინი თვლის, რომ მან აშშ-ს უკვე დაუთმო, როცა უარი თქვა სარაკეტო გამოცდებზე და როცა ვაშინგტონს კორეის ომში დაღუპული ამერიკელი სამხედროების ნეშთი გადასცა. ამასთანავე, ფხენიანი აღნიშნავს, რომ აშშ-სგან კეთილი ნების მსგავს მოქმედებებს ვერ ხედავს.
როგორც ტელეკომპანია ავრცელებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა CNN-ს კომენტარი არ მისცა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა ურეკში 9 წლის ბიჭი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაადიდებული მდინარეების კალაპოტში დაბრუნებას სამშენებლო ტექნიკით ცდილობენ