ადგილობრივი არჩევნები თურქეთში – ერდოღანის პარტია პოზიციებს კარგავს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიამ ანკარაში პოზიციები დაკარგა, სადაც მანსურ იავაშის მთავარმა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სტამბოლშიც ოპოზიცური კანდიდატი ლიდერობს.

სულ, ერდოღანის პარტიამ ხმების 51% აიღო. თვითონ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი ქვეყანაში არის პრობლემები, მისი პარტია ვალდებულია ის გადაჭრას. ასევე, ადრე ერდორანმა თქვა, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისა და მისი პარტიისათვის, რომელიც თურქეთში დომინანტი პოლიტიკური ძალაა უკანასკნელი 16 წლის მანძილზე. ეს არჩევნები განიხილება, როგორც რეფერენდული ერდოღანთან მიმართებაში – “ბიბისი” წერს.

გუშინ, 31 მარტს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. 57 მილიონი დარეგისტრირებული მოქალაქე ირჩევდა მერებს და ადგილობრივი ორგანოების დეპუტატებს. არჩევნები რეცესიის ფონზე ჩატარდა. ქვეყანაში ინფლაციამ 20% მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარემ შეურაცხოფა მიაყენა ვენეციის კომისიას
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება