ადგილობრივების ინფორმაციით, ნამახვანში პოლიციის დამატებითი ძალები შეჰყავთ

ადგილობრივების ინფორმაციით, ნამახვანში პოლიციის დამატებითი ძალები შეჰყავთ. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ავტორის თქმით, გუმათის დასახლებიდან ნამახვანისკენ გზის ჩაკეტვის გამო დღეს დილიდან სამართალდამცავების მანქანები, ასევე, სპეციალური დანიშნულების რაზმი ავტობუსებით, ჰესის მშენებლობის ადგილზე, სოფელ ზრათის გავლით შევიდა.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები იძულებულები გახდნენ პროსტესტი სოფელ ნამოხვანიდან გუმათში გადაეტანათ. ჰესის მშენებელმა კომპანია “ენკამ” კი ადგილი, სადაც საპროტესტო კარვები იყო გაშლილი ტრაქტორით გადაასწორა. კომპანია ამტკიცებს, რომ ადგილი, სადაც კარვები იყო გაშლილი, მათი საკუთრებაა.

რიონის ხეობის მცველები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ისინი გუმათში აქციისთვის დღესაც, 13 აპრილსაც ემზადებიან.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის მერმა ბიძაშვილის კომპანიას, ტენდერის გვერდის ავლით, 187 276 ლარი მისცა
შემდეგი სტატიადავით კოდუას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ