ადგილობრივ არჩევნებზე კოორდინაცია გვექნება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც გააცნობიერებენ პასუხისმგბელობას, რაც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას აკისრია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე – ბობოხიძე

ევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის თქმით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა- არ ჩართვასთან ერთად მომავალი ადგილობრივი არჩევნები და პარტიის სამომავლო გეგმა იყო.
ბობოხიძის თქმით, პოლიტსაბჭოზე პარტიის წევრებმა და წარმომადგენლება მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციასა და ფორმატზე იმსჯელეს.
ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე კოორდინაცია ექნება იმ პოლიტიკურ ძალენთან, რომლებიც გააცნობიერებენ იმ პასუხისმგბელობას, რაც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას აკისრია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე.
„ჩვენ ასევე დავგეგმეთ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ კამპანია აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით და ასევე ვიმსჯელეთ იმ ფორმატზე, რა ფომრტით გვაქვს ევროპული საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელებს უფლება კოორდინაციაში და მოლაპარაკებებში შევიდეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა 43%-იანი ბარიერის პრობლემა და ქართული ოცნების დამარცხების პრობლემა იქნას მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
ამ ყველაფერს სჭირდებოდა ფორმატი, პოლიტსაბჭოს ნებართვა და ამ ფორმატსა და ჩარჩოებზე ვიმსჯელეთ დღეს. ევროპული საქართველო ყოველთვის ცდილობდა და ეხლაც ეცდება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოიცვას კოორდინაციამ ყველა პოლიტიკური ძალა, საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, შევძლებთ იმას რასაც შევძლებთ და კოორდინაცია გვექნება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც გააცნობიერებენ იმ პასუხისმგბელობას, რაც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას აკისრია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე.
დღეს ჩვნე გვყავს ხელისუფლება, უპასუხისმგებლო, რომელსაც არანაირად ქვეყნის მომავალი არ აინტერესებს, მის დამარცხდებას სჭირდება კოორდინაცია და კოორდინაცია არის სწორედ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, ჩვენ ამისთის მზად ვართ და ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდით და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ.“ – განაცხადა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიშემოთავაზება თუ იქნება, თანახმა ვარ ვიყო მერობის კანდიდატი
შემდეგი სტატიაბორჯომის ქარხნების მუშაობა არ გაჩერებულა – კომპანია ‘ბორჯომი’ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება