შემოთავაზება თუ იქნება, თანახმა ვარ ვიყო მერობის კანდიდატი

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების შეთავაზების შემთხვევაში, თანახმაა, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი გახდეს.

“შემოთავაზება თუ იქნება, თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია. ჩემთან პარტიაში ასეთი განწყობაა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გაყალბების მიუხედავად, ჩვენ ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მესამე ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება, ამიტომ ცალსახად, ვაპირებ თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ მაგაზე ვთქვა, არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!”. – ამბობს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საერთო კანდიდატი ის არ იქნება, გამოდის, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ ეყოლება.

თვითმართველობის არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიყირიმელი თათრების დეპორტაციის წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის რეპრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაადგილობრივ არჩევნებზე კოორდინაცია გვექნება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც გააცნობიერებენ პასუხისმგბელობას, რაც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას აკისრია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე – ბობოხიძე