ბორჯომის ქარხნების მუშაობა არ გაჩერებულა – კომპანია ‘ბორჯომი’ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ქალაქ ბორჯომში, პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ ორგანიზებული, IDS ბორჯომი საქართველოს ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პროფ. კავშირების მიერ გაფიცვის დროდ მოწოდებული იქნა 18 მაისის დილის 10.00 საათი, დღეს დილით 08.00 საათზე პირველი ცვლა სამსახურში არ გამოცხადდა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობას, რომელიც ორგანიზებულია პროფკავშირების მიერ. გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 50% ზრდაა.
ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო, და გვსურს აღვნიშნოთ, რომ კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს. ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე. გარდა ამისა, კომპანიაში არსებობს ბონუსების, ფულადი დახმარებების, შვილების სწავლების დაფინანსების პროგრამები, ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება და სხვა სახის შეღავათები. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის და კომპანიის შემცირებული შემოსავლის მიუხედავად, 100%-იანი ხელფასით შევინარჩუნეთ თითოეული თანამშრომელი და მეტიც სწორედ პანდემიის დროს, მაშინ როდესაც 2020 წელს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 6.5% იყო, 2020 წლის აპრილში გავზარდე სახელფასო ფონდის 10%-ით, რაც თითოეული თანამშრომლის ანაზღაურებაზე აისახა. კომპანიაში შევქმენით მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო თანამშრომლებისთვის.
კომპანია ამჯერადაც მზად არის, პანდემიის დროს, უკვე მეორედ უზრუნველყოს ხელფასების მატება პოზიციების მიხედვით, სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. რაც სამწუხაროდ გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მცირედი შეფერხებებით აგრძელებს მუშაობს.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, მზად ვართ სამართლებრივ ჭრილში გავმართოთ კონსტრუქციული დიალოგი ჩვენს თანამშრომლებთან, რის მცდელობაც ბოლო პერიოდში არაერთხელ გვქონდა. ამიტომ ჩვენ გაფიცულ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკებების გზით მივიღებთ ყველასთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივ არჩევნებზე კოორდინაცია გვექნება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც გააცნობიერებენ პასუხისმგბელობას, რაც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას აკისრია ქვეყნის და მისი მომავლის წინაშე – ბობოხიძე
შემდეგი სტატიაავსტრია “ასტრა-ზენეკაზე” მალე უარს იტყვის