ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ის შემდეგ პასპორტს იცვლის და გაურბის მართლმსაჯულებას, ჩემთვის დამთავრებულია

ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ის შემდეგ პასპორტს იცვლის და გაურბის მართლმსაჯულებას, ჩემთვის დამთავრებულია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

„სააკაშვილს მივმართავ: ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ის შემდეგ პასპორტს იცვლის და გაურბის მართლმსაჯულებას, ჩემთვის დამთავრებულია. ამ ქვეყნიდან წასვლა 15 წლის წინაც შემეძლო და როდესაც მან ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაშინაც შემეძლო ქვეყნის დატოვება, მაგრამ არ წავსულვარ, არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია სხვაგან. თუმცა მე, როგორც ბიზნესმენს, ამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ როდესაც ამას ყოფილი მთავარსარდალი აკეთებს, რათა არ დაიჭირონ, აქ ყველაფერი დამთავრებულია. ამიტომ ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს და ეს განცხადებები შეინახოს თავისთვის.

ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ ვერც „ნაციონალებთან“ და ვერც „ოცნებასთან“ მათი მსოფლმხედველობიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე. ამ ორ სუბიექტს მონოპოლიზირებული აქვთ პოლიტიკური ველი და მე შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული არჩევნებით გაჩნდება ძალიან ბევრი პატარა მოთამაშე, რომლებთანაც ვითანამშრომლებთ, თუ ხმები დაგვაკლდა, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გამართა. რაც შეეხება პარტიის დაფუძნებას, როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ის და ბადრი ჯაფარიძე პარტიას ოქტომბერში დააფუძნებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის სამარცხვინო