მამუკა ხაზარაძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის სამარცხვინო

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კობა გვენეტაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამარცხვინო პრეზიდენტი უწოდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის სამარცხვინო. ჩვენ ეროვნული ბანკის ასეთი პრეზიდენტი არ გვყოლია, რომელმაც პრაქტიკულად არ იცის, როდის უნდა იყიდოს დოლარი. ის ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავსებს ქვეყნის რეზერვებს და ერთი სიტყვა არ უთქვამს მსოფლიოში აღიარებული [საბანკო] სისტემის დასაცავად“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გამართა. რაც შეეხება პარტიის დაფუძნებას, როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ის და ბადრი ჯაფარიძე პარტიას ოქტომბერში დააფუძნებენ.

banner
წინა სტატიაშიადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ის შემდეგ პასპორტს იცვლის და გაურბის მართლმსაჯულებას, ჩემთვის დამთავრებულია
შემდეგი სტატიაპრემიერს გიორგი კვირიკაშვილის მასთან ბიძინა ივანიშვილზე ცუდი არასდროს უთქვამს