საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ რატი ბრეგაძე დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რატი ბრეგაძე დაინიშნა.

რატი ბრეგაძე ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ის 2012 -2015 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, 2016 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი) და სამართლის დოქტორის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი). რატი ბრეგაძე აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ამჟამად არის სრული პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში.

თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ამჟამად მინისტრის ორი მოადგილის – ლელა ჩიქოვანისა და რატი ბრეგაძის შესახებ არის ინფორმაცია მითითებული.

banner
წინა სტატიაშიმედლინ მუნი – რუსული პროპაგანდა რეალურია, ეს მხოლოდ თქვენთან არ ხდება
შემდეგი სტატიაადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ის შემდეგ პასპორტს იცვლის და გაურბის მართლმსაჯულებას, ჩემთვის დამთავრებულია