ადამიანი 14 დღეა ვერ ჭამს და როდემდე გაძლებს ბოლოს და ბოლოს, ძალიან მძიმეა მდგომარეობა – გასაყვანია რაც შეიძლება სწრაფად, რომ გადავარჩინოთ – ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედის გიული ალასანიას განცხადებით, გონების დაკარგვა მოსალოდნელი იყო, რადგანაც ყოფილი პრეზიდენტი 14 დღეა საკვებს ვერ იღებს.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ალტერნატიული კონსილიუმის დაშვებით, კმაყოფილია.

“ეს მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ ადამიანი 14 დღეა ვერ ჭამს და როდემდე გაძლებს ბოლოს და ბოლოს. ძალიან მძიმეა მდგომარეობა.

ალტერნატიული კონსილიუმი, რომ დაუშვეს კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, და ველი შემდეგ ნაბიჯებს. ადამიანი გასაყვანია, რაც შეიძლება სწრაფად, რომ გადავარჩინოთ.

მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია, რადგანაც შიმშილობის დღეები ემატება”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩოს განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს – კობახიძე
შემდეგი სტატიაევროკავშირი ეს არის უამრავი ინვესტიცია, ძლიერი ოჯახი, ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება – ვაშაძე