აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი სასამართლოს მიმართავს

აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს სარჩელით მიმართავს. მის ინტერესებს საია დაიცავს. კაპანაძე ითხოვს მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურისის ბათილად ცნობას.

ბრიფინგზე კაპანაძესა და საიას თავმჯდომარე სულხან სალაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯოყილაძე და ისინი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მანამდე სულხან სალაძემ ოპერატორების გაფიცვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ იმპიჩმენტთან ერთად მათ პროტესტი შეწყვიტეს.

ჯოყილაძის განცხადებით, არასამთარობო ორგანიზაციები არ დაინტერესებულან, რა იყო გაფიცვის მიზეზი და აკეთებენ „სამარცხვინო“ განცხადებებს.

19 აპრილს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი. უნდობლობის გამოსაცხადებლად, სამეთვალყურეო საბჭოს ხუთი წევრიდან სამის თანხმობაა საჭირო. კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ვადის ამოწურვამდე ექვს თვეზე მეტი დრო დარჩა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ტრადიციას, რომელიც საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია
შემდეგი სტატია“ცოტა უცნაურია, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის „ტვიტერის“ პოსტზე ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი… მთხოვთ, რომ გავაკრიტიკო ამერიკის პრეზიდენტი”- ჩუგოშვილი ზურაბიშვილის სკანდალზე