“ცოტა უცნაურია, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის „ტვიტერის“ პოსტზე ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი… მთხოვთ, რომ გავაკრიტიკო ამერიკის პრეზიდენტი”- ჩუგოშვილი ზურაბიშვილის სკანდალზე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 30, 2019 12:35

“ცოტა უცნაურია, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის „ტვიტერის“ პოსტზე ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი… მთხოვთ, რომ გავაკრიტიკო ამერიკის პრეზიდენტი”- ჩუგოშვილი ზურაბიშვილის სკანდალზე

სალომე ზურაბიშვილის სკანდალზე დღეს დილიდან განმარტებების გაკეთება უწევთ “ქართული ოცნების” დეპუტატებს.
„რა გინდათ ახლა, რომ ამერიკის პრეზიდენტი გავაკრიტიკო, ამას მთხოვთ? მაგას მთხოვთ,“- უთხრა ჩუგოშვილმა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს იმ კითხვის პასუხად, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ ტრამპის განცხადება გააზიარებას ეხებოდა.

„მე მგონია, რომ თქვენ ახლა მთხოვთ, რომ გავაკრიტიკო ამერიკის პრეზიდენტი. თქვენი კითხვა თავის თავში გულისხმობს, რომ მე ახლა დავდგე და გავაკრიტიკო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რის გაკეთებასაც არ ვაპირებ. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის გაკრიტიკებას მთხოვთ, „რუსთავი 2“, რომელიც არის პროდასავლური ტელევიზია, როგორც ვიცი. უცნაური აჩემება გაქვთ და ჩემი პასუხი გითხარით უკვე. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ტვიტის გაკრიტიკებას მთხოვთ, რასაც არ გავაკეთებ. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ტვიტზე ასე ჩაციკვლათქვენგან უცნაურია. ჩემთვის ცოტა უცნაურია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან დადებულ პოსტზე არის ამხელა აჟიოტაჟი საქართველოში,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 30, 2019 12:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,992
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics