აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა

ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პატარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ”დღეს მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ თანამდებობას, ეს გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად”.

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის ივლისში აირჩიეს.

ზურაბ პატარაძის გადადგომის გამო, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც. მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. წარდგენისთანავე კი, ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, აჭარის მთავრობას უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს ნდობა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ 180 000 დოლარად მიწის ნაკვეთი იყიდა
შემდეგი სტატიალევან კორტავას მამიდა და კახა კუკავა, სოზარ სუბარისა და მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ