დავით ნარმანიამ 180 000 დოლარად მიწის ნაკვეთი იყიდა

დედაქალაქის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ 180 000 დოლარად მიწის ნაკვეთი იყიდა – ინფორმაციას ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს:
“დავით ნარმანიამ 2018 წელს, 180 000 დოლარი ანუ 432 000 ლარი გადაიხადა მიწის ნაკვეთში და იქვე შემოსავლებში (დეკლარაცია) მიუთითებს, რომ წლიური შემოსავალი 40 000 ლარი აქვს. საბანკო კრედიტზე არ მიუთითებს დეკლარაციაში და საინტერესოა ნახევარი მილიონი ლარი “გადამდგარმა” მერმა სად და როგორ იშოვა ?
კორუფციის კლასიკური მაგალითი და თან რომ
ვერც მალავენ. რა განახვავებაა კრიმინალ ფარცხალაძეს და ნარმანიას შორის?!ორივე მძარცველია და განახვავებაც დიდი არაფერია.” აცხადებს ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიარ ვიცი, ვინ უნდა იყოს ის გენიოსი მინისტრი, ვინც განათლების სისტემას არსებული ვითარებიდან გამოიყვანს
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა