ლევან კორტავას მამიდა და კახა კუკავა, სოზარ სუბარისა და მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2018 14:45

ლევან კორტავას მამიდა და კახა კუკავა, სოზარ სუბარისა და მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

მნიშვნელოვანი

  • ლევან კორტავას მამიდა და კახა კუკავა, სოზარ სუბარისა და მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ

სხვა სტატიები

კახა კუკავა და გეგუთის ციხეში, 2013 წელს მოკლული პატიმრის, ლევან კორტავას მამიდა მსჯავრდებულის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. კუკავას ინფორმაციით, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ სასჯელაღსრულების იმჟამინდელი მინისტრი სოზარ სუბარი და გენერალური ინსპექციის იმჟამინდელი უფროსი მირზა სუბელიანი.

ხათუნა კორტავას ინფორმაციით, მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე არასწორი ვერსია გავრცელდა. მისივე თქმით, ციხეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ლევან კორტავას შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და მაღალჩინოსნებმა მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.

ამ დროისთვის რამდენიმე მსჯავრდებულის მიმართ, რომლებსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.

“ლევან კორტავას საქმე ნაცნობია, მაგრამ დეტალები უცნობია. ჩვენ მოვიკვლიეთ გავრცელებული მასალები, ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია გარდაცვლილის მამიდისგან. საქმეზე პირველი ვერსიით, მსჯავრდებული დაგორდა კიბეზე, მეორე ვერსიით კი, რაც დღეს სასამართლოშია გადაგზავნილი, ეს იყო პატიმრებს შორის ჩხუბი. დავადგინეთ, რომ ეს იყო სასჯელაღსრულების მიერ ორგანიზებული მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა მაშინდელი მინისტრი სოზარ სუბარი და მირზა სუბელიანი (მაშინდელი გენერალური ინსპექციის უფროსი)“, -აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს “ ლიდერი კახა კუკავა და აღნიშნავს, რომ მკვლელობა ე.წ. ობშიაკის თემას უკავშირდებოდა.

„იმ დროს კორტავა იმ ციხეში არ უნდა ყოფილიყო, სასჯელს იხდიდა რუსთავში. ის ე.წ რაზბორკაზე გეგუთში კერძო მანქანით ჩაიყვანეს. ეს უკავშირდებოდა ე.წ ობშიაკის თემას. საქმეში არის მნიშვნელოვანი გარემოებები, პირდაპირ ვიტყვი, სასიკვდილო ცემის დროს არცერთი ციხის თანამშრომელი არ ჩარეულა. არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. იმისთვის, რომ სუბარს და სუბელიანს თავი დაეძვრინათ, საქმე პატიმრების ნაწილმა აიღო თავზე, იმ პირობით, რომ ადრე დაკისრებული სასჯელები შეუმცირდებოდათ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ხელახლა გამოძიებას ვითხოვთ. სოზარ სუბარი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა”, – განაცხადა კუკავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 4, 2018 14:45