აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 9 საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან: 9 – საკონდიტრო „დონას“ კონტაქტია, 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, 1 – საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, 2 კი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრებია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 58 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს რეზოლუციის მიღებით, სახელმწიფოებმა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 275 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის სამი კრიტიკული პაციენტია, ხოლო 16-ის მდგომარეობა მძიმეა