გაერო-ს რეზოლუციის მიღებით, სახელმწიფოებმა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს

სახელმწიფოებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, – ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ამასთან, როგორც ჩიქოვანი აცხადებს, 2008 წელს ამ ხასიათის პირველი რეზოლუციის შექმნაში მონაწილეობა პირადად აქვს მიღებული.

,,გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 84 ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველოსთან ერთად ამ ინიცირების ავტორი 54 ქვეყანაა. ამაყი ვარ, რომ 2008 წელს, პირადად მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული ამ ხასიათის პირველი რეზოლუციის შექმნაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და ამით აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და მთლიანად ჩვენ ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. ჩვენ ყოველდღიურად, მშვიდობითა და შრომით მივიწევთ წინ. არწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით საბოლოო მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია გაეროს რეზოლუციაზე – კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება
შემდეგი სტატიააჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 9 საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება