აჭარაში კლინიკებს ე.წ ცოცხალი რიგით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია აეკრძალათ

აჭარის რეგიონში პირველადი ვაქცინაციის რეგისტრაცია გაურკვეველი ვადით შეჩერდა და კლინიკებს ე.წ ცოცხალი რიგით მსურველთა რეგისტრაცია აეკრძალათ.

ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს და მოითხოვს, განახლდეს შეწყვეტილი პროცესი. ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზზე პასუხისმგებლობას ისინი მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებენ.

“ვაქცინაციის ტემპებზე დამოკიდებულია მესამე ტალღის განვითარების სიჩქარე, რის გამოც პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლით ვიხდით ფასს აღარაფერი რომ არ ვთქვათ ჩამოქცეულ ეკონომიკაზე. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ვთავაზობთ ხელისუფლებას, დროულად განაახლოს ვაქცინაციის შეწყვეტილი პროცესი და ავიდეთ დღიურ სამიზნე მაჩვენებელზე. “,- აცხადებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ანთაძე.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა – ასელ აიტპაევას საქმე
შემდეგი სტატიაიოსელიანი – მგონია, რომ საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდი ნაწილი შემოვა პარლამენტში