სასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა – ასელ აიტპაევას საქმე

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას 2-ჯერ გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მურად მეირბეკოვს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

პროკურატურამ მეირბეკვს ბრალი 14 მაისს დაუსწრებლად წარუდგინა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2-ჯერ გაუპატიურებას ედავება. დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროცედურულად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 დღე აქვს იმისთვის, რომ ყაზახეთის მთავრობას მეირბეკოვის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართოს.

აიტპევას ოჯახი მიიჩნევს, რომ მეირბეკოვმა ასელ აიტპაევა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა, გააუპატიურა, გაყიდა და მოკლა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ საქმეს კიდევ ერთი ტრეფიკინგის მუხლი დაემატოს.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე პარლამენტში შესვლაზე – ახალ რეალობაში აღმოვჩნდით
შემდეგი სტატიააჭარაში კლინიკებს ე.წ ცოცხალი რიგით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია აეკრძალათ