აჭარაში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს

აჭარაში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო პლაკატები დააზიანეს.
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ თქვა, რომ ისნი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
„მე ამ საკითხზე პასუხისმგებლობას, აჭარის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ვაკისრებ, პირველ რიგში, მთავრობის თავმჯდომარეს და ქალაქ ბათუმის მერს, ბატონ ლაშა კომახიძეს, რომელიც გარდა იმისა, რომ არის მერი, ასევე არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე და შტაბის ხელმძღვანელი,“- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯულიან ასანჟს ეკვადორის საელჩო კატას წაართმევს, თუკი მას უკეთესად არ მოუვლის
შემდეგი სტატია“გამოძიება არის დაწყებული და ერთ მთავარ მოწმეს აძლევენ საშუალებას, შეხვდეს ციხეში მეორე მთავარ მოწმეს, არის თუ არა დარღვევა?” – ლევან სამუშია