ჯულიან ასანჟს ეკვადორის საელჩო კატას წაართმევს, თუკი მას უკეთესად არ მოუვლის

WikiLeaks-ის დამფუძნებელსა და თანამშრომელს ჯულიან ასანჟს ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრების წესის სია გადასცეს. ჩამონათვალს შორის არის სააბაზანოს დალაგება და კატის უკეთესი მოვლა.
თუკი ასანჟი რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, მას კატას წაართმევენ და თავშესაფარში ჩააბარებენ. კერძოდ, ასანჟს სთხოვენ, ყურადღება მიაქციოს კატის “კეთილდღეობას, კვებას და ჰიგიენას”. ეკვადორის საელჩო დათანხმდა ასანჟისთვის ინტერნეტის ნაწილობრივ აღდგენას, რომელიც მას მიმდინარე წლის მარტში ჩაუჭრეს “სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის გამო”.
კატა, რომელიც ჯულიან ასანჟს შვილებმა აჩუქეს, საელჩოს ფანჯრიდან ხშირად იყურება, რომ თვალყური ადევნოს ჟურნალისტებს, რომლებიც გარეთ იკრიბებიან – “ბიბისი” წერს.
ჟულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს 2012 წლიდან აფარებს თავს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული შვედეთსა და აშშ-ში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით საკითხის ერთობლივ გადაწყვეტას სთავაზობს
შემდეგი სტატიააჭარაში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს