აბაშა-მარტვილის შიდა დამაკავშირებელი გზის 15-კმ-იან მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

აბაშა-მარტვილის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 15-კმ-იანი მონაკვეთის შეკეთების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული გზა მარტვილსა და აბაშას ერთმანეთთან აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და ეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერები ალექსანდრე გრიგალავა და ლევან მაკალათია გაეცნენ.
„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ამ გზის მოწესრიგება ორმაგად მნიშვნელოვანია, – დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, საგრძნობლად გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკური აქტივობა და მეორე, – შევძლებთ მივიღოთ კიდევ მეტი სტუმარი, რაც გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს და სტიმულს უფრო სწრაფი განვითარებისათვის. ამისთვის ჩვენ სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობთ, თუმცა გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“ – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.
„აბაშა-მარტვილის კეთილმოწყობილი გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რამდენადაც მოქალაქეებს გაუმარტივებს გადაადგილებას და, რაც მთავარია, გამართული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს წარმატებულ და განვითარებულ სოფელს, ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერებას და უკეთეს ხვალინდელ დღეს“ – განაცხადა ლევან მაკალათიამ.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორცილებს.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ახალ პარლამენტში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იქნება უმცირესობაში წარმოდგენილი, შეიქმნება საგამოძიებო კომისია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : საყდრისის ამფეთქებელი პოლიტიკური ძალა დავით გარეჯის პატრიოტი ძალაა?!