უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებსა და ინციდენტებზე გამოძიება 94 საქმეზე მიმდინარეობს, პასუხისგებაში კი, მიცემულია 19 პირი.
“სხვადასხვა ტიპის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევებისთვის, 19 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. იქნება ეს ცემა, სხვისი ქონების დაზიანება თუ უფრო მძიმე მუხლები, როგორიც ვიხილეთ ჯიხაშკარსა თუ მარნეულში.
მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, ყველა წარმომადგენელს უბანზე, კომისიების თითოეულ წევრს – ზეგინდელი დღე ჩავატაროთ ცივილურ, სამაგალითოდ მშვიდ პირობებში”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.