ირაკლი სესიაშვილი: ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს საფრთხეს

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის ბრძოლა არ არის.

სესიაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისათვის და პირადად მისთვის.

“მეორე ტური არ არის სტანდარტული და ორ პოლიტიკურ ძალას შორის ბრძოლა. ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს საფრთხეს. საფრთხეს ქვეყნის წინააღმდეგ იმ თვალსაზრისით, რომ სამწუხაროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ შეიცვალა ვერც ზნე, ვერც ჩვეულება. მიუხედავად იმისა, რა ფარდას არიან ამოფარებულნი, კვლავაც ფიქრობენ, რომ დაბრუნების შემთხვევაში, კვლავაც დაკავდნენ ძალადობით, ააღორძინონ ის თავისი პოლიტიკური ცხოვრების წესი, რითაც მართავდნენ ქვეყანას”, – განაცხადა სესიაშვილმა “ტვპირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი”
შემდეგი სტატია94 საქმეზე დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაში მიცემული 19 პირი – წინასაარჩევნო დარღვევები