იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო სექტორს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

უწყებათაშორისი კომისია არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს 15 ნოემბრამდე მიაწოდონ იდეები თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი იმისათვის, რომ მომავალი წლის თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლება მომზადებული შეხვდეს. განცხადება ამის შესახებ თეა წულუკიანმა გააკეთა. უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე არჩევნების პერიოდში პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია განიხილეს და შესაძლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ მოისმინეს.

“პრობლემა რაც აქვს ხოლმე ან პოლიციას, ან საარჩევნო ადმინისტრაციას, არის ის, რომ როდესაც განცხადებაში ან მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოხსენიებული პოტენციური დაზარალებული არის დაბარებული გამოკითხვაზე, ის არ ასახელებს, ან ვერ ასახელებს ხოლმე იმ ადამიანის გვარს, სახელს, ადგილს, სადაც მასზე მოხდა ზეწოლა. თუმცა არის საპირისპირო, მცირე ოდენობის, მაგრამ შემთხვევბი, სადაც რეაგირებები ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ, კომისიამ მივმართეთ სხდომაზე არასამთავრობო სექტორს, დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და 15 ნოემბრამდე მათგან ვითხოვეთ იდეები და წინადადებები თუ რა უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსში იმისთვის, რომ ჩვენ ზუსტად გაისად ამ დროს, თვითმმართველობის არჩევნებს შევხვდეთ კიდევ უფრო მომზადებულები”- განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარის დროს.

banner
წინა სტატიაში94 საქმეზე დაწყებული გამოძიება და პასუხისგებაში მიცემული 19 პირი – წინასაარჩევნო დარღვევები
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: ასეთი ბინძური ჭორები, კიდევ უფრო ამძიმებს შვილმკვდარი მამის მდგომარეობას