“ნაბიჯები იდგმება, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია“

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტში შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

მორიგი განხილვა ევროკავშირის საბჭოში 11 მაისს არის დაგეგმილი. მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველო ყველა ვალდებულებას ასრულებს.

„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა პროცესი და პროცედურა ორივე ორგანოში, როგორც პარლამენტში, ასევე საბჭოში. 11 მაისს დანიშნულია ევროკავშირის საბჭოში განხილვა, ასევე შესაბამისი პროცესი პარლამენტში მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ ნაბიჯები იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე”- გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს ხვდება