8 დეკემბრის ღამეს თბილისში მცირე თოვლი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი – ძლიერი თოვაა მოსალოდნელი

უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად თოვლის სახით, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში, 8 დეკემბრის ღამეს სინოპტიკოსები მცირე თოვას ვარაუდობენ.

ხვალ დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, დღისით 0 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთში ღამით ზოგან თოვლი, დღისით უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, დღისით 3 გრადუსი იქნება. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი წამში.

ხვალ თბილისში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს 10-15, დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამაღამ ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაეცემა, ხვალ დღისით კი, 2 გრადუსი სითბო იქნება.

7 დეკემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდი და დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში შენარჩუნდება. დასავლეთში ღამით -3, დღისით 10 გრადუსი სითბო იქნება, აღმოსავლეთში ღამით -9, დღისით 7 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. მაღალ მთაში კი, ტემპერატურა -21 გრადუსამდე დაეცემა.

თბილისში 7 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ღამით -6, დღისით 5 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება 8 დეკემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს, მათ შორის ზოგან ძლიერად. ამასთან, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

თბილისში, 8 დეკემბრის ღამეს მცირე თოვლია მოსალოდნელი. დღისით უნალექო ამინდი იქნება და იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით -1 გრადუსი ყინვა იქნება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაკობახიძე: დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება