დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

news
ავტ.: news დეკემბერი 5, 2016 13:47

დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს სირილ მიულერს შეხვდა.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ქუმსიშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრად დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის არსებული და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და 2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები.

აღინიშნა, რომ 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რეფორმების ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

ამავე დროს, აღინიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდება. კერძოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება (დაახლოებით 800 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხიდები, გვირაბები, აეროპორტები, საკურორტო ზონების მოწყობა-განვითარება და ა.შ.), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ამასთან, აღნიშნული რეფორმების განსახორციელებლად, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მოძიება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, აგრეთვე მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

თავის მხრივ, სირილ მიულერმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების თაობაზე. მათ დადებითად შეაფასა ბანკის საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტებზე.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის პროცესში, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება.

news
ავტ.: news დეკემბერი 5, 2016 13:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics