კობახიძე: დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრა პროდუქტიული იყო.

მისი განცხადებით, დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ჩვენთვის დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი სურვილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ქვეყნებს შორის, ასევე, პარლამენტთა შორის. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ და ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრიტანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა უფრო გავაღრმავოთ. დღეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები განვიხილეთ. ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა და ჩვენი თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთანაც გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს 8 დეკემბერს დატოვებს.

banner
წინა სტატიაში8 დეკემბრის ღამეს თბილისში მცირე თოვლი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი – ძლიერი თოვაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიამეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანის მდგომარეობა გაუმჯობესდა