“ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება”- თსუ-ს სტუდენტები აქციას აგრძელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება. როგორც აქციის მონაწილე სტუდენტმა მარიამ ბაღდავაძემ განაცხადა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

“დღეს ჩვენ, 15.00 საათზე ისევ შევიკრიბებით და დავგეგმავთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი. ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება. მოხსნას კანდიდატურა გიორგი გაფრინდაშვილმა. დაიწყოს გამოძიება “ოდეერის” საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული”, – განაცხადა მარიამ ბაღდავაძემ.

მისივე თქმით, უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტები ღამეს ათენებენ და ისინი არ დაიშლებიან.

“დღევანდელი დღე არის იმისათვის, რომ ძალები და რესურსები აღვიდგინოთ, დღეს, 15.00 საათისთვის დავგეგმავთ ორშაბათის საპროტესტო აქციას”, – განაცხადა მარიამ ბაღდავაძემ.

banner
წინა სტატიაშილალი მოროშკინა: ასეთი ჩანაწერები ყოფილ და არსებულ მთავრობის წევრებზე მრავლადაა!
შემდეგი სტატიათბილისური აბანოების შავ-ბნელი ბიზნესი