ლალი მოროშკინა: ასეთი ჩანაწერები ყოფილ და არსებულ მთავრობის წევრებზე მრავლადაა!

ინტერნეტსივრცეში რამდენიმე საათის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო კადრების გავრცელების ფაქტს ლალი მოროშკინა სოციალური ქსელით ეხმაურება:

„SOS! თუ დროულად არ მოხერხდა იმ პირთა დასჯა, რომლებმაც თავს უფლება მისცეს ერთ-ერთ პოლიტიკოს ქალბატონზე youtub.com-ზე პირადი სახის ჩანაწერები გაესაჯაროებინათ, ქვეყანაში უმართავ პროცესებს მივიღებთ, რადგანაც ასეთი ჩანაწერები ყოფილ და არსებულ მთავრობის წევრებზე მრავლადაა!

ახლა კი თავად დაფიქრდით ვის აწყობს დესტაბილიზაცია

პ.ს. ფირზე ასახულ ქალბატონს და მის ოჯახის წევრებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, ესეც გაივლის…“, – წერს ლალი მოროშკინა.

 

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატია“ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება”- თსუ-ს სტუდენტები აქციას აგრძელებენ