თბილისური აბანოების შავ-ბნელი ბიზნესი

თბილისური აბანოების შავ-ბნელი ბიზნესი

„თაიმერმა“ ე.წ. აბანოების ბიზნესზე სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა რომლის მიხედვითაც იკვეთება, რომ სახეზეა ქონების „ნაციონალური ახევის“ ნიშნები, ანუ „ნაცებმა“ აბანოები კანონიერ მფლობელებს იძულებით დაათმობინეს და თავიანთ სანდო ხალხს გადასცეს.  ზოგადად, საქართველოს დედაქალაქში არაერთი აბანოა, თუმცა ამ კუთხით ყველაზე ცნობილი და კოლორიტული აბანოთუბანში მდებარე აბანოებია, მათ შორის, ნარიყალა (ნოდარ ტოტოღაშვილი) , სამეფო აბანო, რომელსაც უფროგულოს აბანოსსახელით იცნობენ, ასევე, მის მეზობლად მდებარე პატარაჭრელი აბანო (კომერციული დრექტორი გურამ თედიაშვილი) და შპს „თბილისის გოგირდის წყალი“ (თეიმურაზ მამაცაშვილი). .. გოგირდის აბანოების უმეტესობა ორთაჭალაში, გრიშაშვილისა და გორგასლის ქუჩებზეა. როგორც „თაიმერს“ კონფიდენციალურმა წყარომ უთხრა, დღეს გოგირდის აბანოები „ნაციონალების“ დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რიცხვშია, მაგრამ მათი კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. „არადა, ნაცებმა“ აბანოები მეწარმეებს ცუდი გზებით წაართვეს და დღეს, შეიძლება ვთქვათ, რომ ცუდი ხალხის ხელშია,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს „თაიმერის“ მოსაუბრე.        

ის, რომ აბანოები წმინდა ადგილი არ არის, ამის შესახებ ყველამ იცის, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არსებობს დიდი შანსი, რომ ნებისმიერ ასეთ ადგილას იკვეთებოდეს არალეგალური პროსტიტუციის ფაქტები, რისგანაც დაზღვეული, ალბათ, არც თბილისური აბანოებია. სხვათა შორის, არც მექანიზმი არსებობს, რომლითაც არათუ გამოვლინდება, არამედ, გაკონტროლდება, აბანოებში ადგილი აქვს თუ არა პროსტიტუციის ფაქტებს. ადამიანების ნაწილი, რომელიც მსგავსი დაწესებულებების ხშირი მომხმარებელია, პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ აბანოებში, მათ შორის, ორთაჭალის აბანოებშიც, ფარული ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული. ამ გზით მოპოვებული კადრები კი, დიდი ალბათობით, ამა თუ იმ პიროვნების კომპრომეტირებისთვის გამოიყენებოდა.

როგორც „თაიმერს“ უთხრეს, არალეგალური პროსტიტუცია „მედლის“ ერთი მხარეა და ისეთი არანაკლებ მნიშვნელოვანი დარღვევებიც იკვეთება, როგორიც არის, მაგალითად, სანიტარული ნორმების არდაცვა. საქმის მცოდნეები იმასაც ამბობენ, რომ ე.წ. ორთაჭალის აბანოების მომსახურება არაადექვატურად ძვირია.

„მაგალითად ლუქსის, ანუ ორადგილიან კუპეს ფასი, თავისი ორი „პროსტინითა“ და საპნით, მინიმუმ, 80 ლარი ღირს ერთი საათით. ფასი, კუპეს ზომისა და მომსახურების ხარისხის პროპორციულად იზრდება. ეს თანხა ვიღაცისთვის შეიძლება, არაფერია, მაგრამ თუ ამ აბანოებში არსებულ არცთუ ისე კომფორტულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთსაათიანი წყალში ჭყუმპალაობა ადამიანს სოლიდური თანხა უჯდება,“ – ამბობს თაიმერთან საუბრის დროს ჭრელი აბანოების ერთ-ერთი მომხმარებელი.

აბანოები ძალიან სარფიანი ბიზნესია,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს იხსენებს და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ, აბანოების ბიზნესით თავის დროზე „ნაციონალებიც“  დაინტერესდნენ და „გოგირდის წყალი“ კანონიერ მფლობელებს ძალისმიერი მეთოდებით წაართვეს.

საბოლოო ჯამში კი, „გოგირდის წყალიკახა ოქრიაშვილის ხელში აღმოჩნდა. ყოველი შემთხვევისთვის, „გოგირდის წყალთანმას გარკვეული შეხება ჰქონდა და შეძლება, ახლაც აქვს,“ – აღნიშნავს „თაიმერის“ წყარო.

 „ვარდების რევოლუციამდე“ აბანოებს ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში „ნაცები“ მოვიდნენ, თვალი ამ ბიზნესსაც დაადგეს და მისი ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს. საერთოდ, მიშას და მის ხალხს აბანოში სიარული უყვარდათ და როგორც ვიცი, ბევრი ცუდი საქმე სწორედ „გოგირდებში“ დაგეგმეს. ალბათ, აბანოების წართმევაც მაშინ გადაწყვიტეს და ჩანაფიქრი რეალობად აქციეს. ასე რომ, აბანოების ბიზნესში მორიგი გადანაწილება დაიწყო და ამ გზით გოგირდის აბანოები კანონიერ მფლობელებს წაართვეს და ახალ მეპატრონეებს არცთუ ისე პატიოსანი გზით გადასცეს.

საქმე იმაშია, რომ 2008 წელს, შპსგოგირდის წყლებიდა შპსჭრელი აბანოგაერთიანდა და ორივეს შპსთბილისის გოგირდის აბანოეწოდა, რომლის დამფუძნებელთა შორისაც, როგორც ვიცი, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაჩემექსიმ ინტერნეიშენალიფიგურირებს, რომელიც წილის 10 პროცენტს ფლობს. დანარჩენი 90 პროცენტი კი გადანაწილებულია ოთხ ფიზიკურ პირს შორის, რომელთაგანაც ყველაზე დიდი, ანუ 35 პროცენტის მესაკუთრეა თეიმურაზ მამაცაშვილი, 25 პროცენტი აქვს ვასილ კობიაძეს, ხოლო 15-15 პროცენტს ჯანიკო ყაფლანიშვილი და კობა კურდღელაშვილი განკარგავენ,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი კონფიდენცალური წყარო.

თაიმერმა მოწოდებული ინფორმაცია ინტერნეტით გადაამოწმა. საიტ http://www.companyinfo.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  შპს „თბილისის გოგრდის აბანო“ 2008 წლის 8 იანვარს არის რეგისტრირებული. დირექტორად თეიმურაზ მამაცაშვილია მითითებული, რომელიც, თავის მხრივ, არაერთი კომპანიის მეწილეა. კერძოდ, შპს „თბილისის გოგირდის აბანოში“, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 35 პროცენტს ფლობს. ამასთან ერთად, ირკვევა, რომ თეიმურაზ მამაცაშვილი შპს „პსპ“-ში ფლობს 11 პროცენტიან წილს. შპს „პსპ“-ს  პარტნიორია კახა ოქრიაშვილიც.

საიტ http://www.ombudsman.ge-ზე გამოქვეყნებულია სახალხო დამცველის ინფორმაცია, რომელიც 2007 წლის 21 ნოემბრით არის დათარიღებული და რომლიდანაც ირკვევა, რომ აბანოს წართმევის თაობაზე თავის დროზე ომბუდსმენმა მთავარ პროკურატურასაც მიმართა და წინასწარი გამოძების დაწყების რეკომენდაცია მისცა.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ .თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151- (მუქარა) და 332- (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებით. 2007 წლის 24 ოქტომბერს, სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე დავით ციბირაშვილმა. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, რომ განმცხადებელი არის შპსგოგირდის აბანოსდამფუძნებელი და დირექტორი. შპს საკუთრებაში 2006 წლის 14 დეკემბრამდე იყო აბანოს . #2-ში მდებარე უძრავი ქონება. კერძოდ, მიწის ფართობი 233 კვ.. და მასზე აღმართული შენობანაგებობა (აბანო).განმცხადებელი განმარტავს, რომ მას, როგორც დამფუძნებელს და საწარმოს დირექტორს, მოსთხოვეს საკუთრება უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოსთვის. ვინაიდან, მას არ სურდა ქონების გაჩუქება. .ციბირაშვილზე და მის ოჯახზე საქართველოს .თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა მუქარა. ემუქრებოდნენ, რომ ბრალს დასდებდნენ სხვადასხვა საფუძვლით და ციხეში ჩასვამდნენ. მოლაპარაკებები სპორტის, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროშიც მიმდინარეობდა, რის შემდეგაც, განმცხადებელი და მისი ოჯახის წევრები პროკურატურის თანამშრომლის თანხლებით, ნოტარიუს ნინო გინტურთან მივიდნენ და 2006 წლის 20 ნოემბერს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით მოაწერეს ხელი ჩუქების ხელშეკრულებას

2007 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჩატარდა აუქციონი, სადაც კერძო პირზე, ვინმე კახა კურდღელაშვილზე გაიყიდა განმცხადებლის საკუთრებიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გასული ქონებაგანმცხადებელი ასახელებს .თბილისის პროკურატურის თანამშრომლების კონკრეტულ გვარებს (გიორგი ხვედელიძე და ვალერი ლაცუზბაია), რომლებმაც, მისივე თქმით, განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზნით,“ – აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.

საქმის დეტალებში გარკვევისას თავისთავად იქცევს ყურადღებას შპს „თბილისის გოგირდის აბანოს“ 10-პროცენტიანი წილის მესაკუთრე, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“, რომლის მენეჯმენტსაც, ასევე, ოფშორული კომპანია შპს „ Majuro Nominees“ ახორციელებს. „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ 100-პროცენტიან წილს ფლობს შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფში“. „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსაც“ გარკვეუწილად „ნაციონალური“ წარსული აქვს.

ქართული „ვიკიპედიის“ მიხედვით, ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“  საქართველოში უმსხვილეს ჰოლდინგს წარმოადგენს და ფლობს ფართო ბიზნეს პორტფელს, რომელშიც შედის ქვანახშირის მოპოვება, ელექტროენერგიის გამომუშავება, ბუნებრივი აირის რეალიზაცია, უძრავი ქონება და სხვა სექტორების მთელი სპექტრი.

2006 წელს საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა მიიღო ჰოლდინგური კომპანიის ამჟამინდელი სტრუქტურა…“

„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ 100-პროცენტიანი მეწილე, როგორც ავღიშნეთ, ოფშორული კომპანია, 1994 წელს მარშალის კუნძულებზე დაარსებული „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედია“.  2011 წლის 7 ნოემბერს, „ნეტგაზეთზე“ გამოქვეყნებულ წერილში – „ქართული ბიზნესის რვაფეხა“ ვკითხულობთ:

ამ კომპანიას ჰყავს ერთადერთი ქართველი პარტნიორი,საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი. ის საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურისხელმძღვანელისა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის ძმაა.

ინფორმაცია, რომჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედიოფშორულ ზონაშია დაფუძნებული და მისი პარტნიორი საქართველოში დავით ბეჟუაშვილია, თავად პარლამენტარს უწერია საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც საჯარო მოხელეები ყოველწლიურად ავსებენ.

დავით ბეჟუაშვილი 2003 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომჩემექსიმ ინტერნეიშენალილიმიტედისგანდივიდენდები მხოლოდ 1998 წლამდე აქვს მიღებული, თუმცა რამდენი (ლარი, დოლარი),დაკონკრეტებული არ არის. კომპანიიდან მიღებული მოგება ხუთი მილიონი დოლარი კი, დავით ბეჟუაშვილს მხოლოდ 2008 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აქვს ასახული.

 

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ანალიზი აშკარად აჩვენებს, რომ საქართველოში ე.წ. „აბანოების ბიზნესი“, ისევე როგორც არაერთი სხვა ბიზნესი, წინა ხელისუფლების დროს, მფლობელებს ძალადობრივი გზით წაართვეს  და დღესაც „ნაციონალების“ ხელშია. მათი შემოსავალი კი, არც ისე სუფთაა, თუ გავითვალისწინებთ მოარულ ხმებს მათი პარალელური ბიზნესის, არალეგალური პროსტიტუციის შესახებ.

 

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მოთხოვნები უცვლელი რჩება”- თსუ-ს სტუდენტები აქციას აგრძელებენ
შემდეგი სტატიაქართველთა გაუგებარი ქცევების მიზეზი შიძლება რუსეთის აგრესიის ნაწილია