მაიდანზე ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია იწყება

დღეს უკრაინის დროით 12 საათზე კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია დაიწყება -ინფორმაციას cenzor.net-ი ავრცელებს.
“ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის შეწყვეტას სავჩენკო მხოლოდ უკრაინაში დაბრუნების შემდეგ აპირებს. პირები ვისაც მფრინავთან ჰქონდა კავშირი ამბობენ რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და იგი მშრალ შიმშილობას დიდხანს ვერ გაუძლებს.
,, არსებობს რისკები, რომ მისი ორგანიზმი 9 მარტს ჩანიშნულ სასამართლომდე ვერ გაუძლებს, მითუმეტეს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მშრალ შიმშილობამდე იგი 80 დღის მანძილზე არც საკვებს იღებდა. რუსეთის საელჩოსთან სიარულს და რაიმეს მოთხოვნას აზრი არ აქვს. უნდა გამოვიდეთ მაიდანზე და მოვითხოვოთ მსოფლიოს რეაგირება”,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც cenzor.net-ი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშივაკეში ტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიანარმანიამ სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე იმყოფებოდა