ნარმანიამ სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე იმყოფებოდა

თბილისის მერი დავით ნარმანია სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე იმყოფებოდა. ობიექტზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი და მზადება ასფალტის ახალი საფარის დასაგებად.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” აწარმოებს.
“ეს არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა ეს გზა უამრავი ვიზიტორისთვის და ტურისტისთვის დამატებითი კომფორტი იქნება. აქ გზა არასდროს ყოფილა, სამუშაოები ნულიდან დავიწყეთ და კაპიტალურად მიმდინარეობს გზის მშენებლობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერთან ერთად დღეს საგზაო სამუშაოებზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი იმყოფებოდა. მისი თქმით, ორკილომეტრიანი გზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიმაიდანზე ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია იწყება
შემდეგი სტატიაენმ: იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს