აქვს თუ არა უფლება პოლიციას არასწორი პარკინგის გამო მძღოლი 200 ლარით დააჯარიმოს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

დედაქალაქში მძღოლები არასწორი პარკინგის გამო პოლიციის მიერ დაჯარიმების ფაქტებს აპროტესტებენ. მძღოლები ირწმუნებიან, რომ „სითი პარკის“ ტერიტორიის მიღმა გაჩერებული მანქანისთვის 200 ლარით დაჯარიმება ბიუჯეტის შესავსებად მოგონილი ხრიკია.

მათი თქმით, ჯარიმა იმ შემთხვევაშიც იწერება, თუ საავარიო ციმციმა აქვთ ჩართული და ტერიტორიის რამდენიმე წუთში დატოვებას გეგმავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ჯარიმას შეხებაც კი არ აქვს პარკირებასთან და საუბარია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც პარკირების ზოლს მიღმა არის გაჩერებული და ქმნის პრობლემას, არღვევს საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, არასწორად პარკირებისთვის ან სითი პარკის ტერიტორიის მიღმა პარკირებისთვის 200 ლარიანი ჯარიმა არ არსებობს.

„არც არავის აქვს უფლება ამ თანხით დააჯარიმოს მძღოლი თუ პარკირებული ავტომობილი არ ქმნის საავარიო სიტუაციას“- ამბობს მესხიშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიშუახევის რაიონში 17 წლის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატია“გარკვეული დესტრუქციული ჯგუფები მიზანმიმართულად ახორციელებენ მინისტრის დისკრედიტაციას”