შუახევის რაიონში 17 წლის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

უბედური შემხვევა მოხდა შუახევის რაიონის სოფელ ინწკირვეთში. 17 წლის სკოლის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის ფაქტი გუშინ დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია 17 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი სარდაფში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმდა, გარდაცვლილს ბებია და ბაბუა ზრდიდნენ. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს პრემიერმა მიუსამძიმრა
შემდეგი სტატიააქვს თუ არა უფლება პოლიციას არასწორი პარკინგის გამო მძღოლი 200 ლარით დააჯარიმოს?