სუპერმარკეტ “სმარტის” წინ დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

 

რუსთაველის გამზირზე სუპერმარკეტ “სმარტის” დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით,  შელაპარაკება სუპერმარკეტის მომხმარებლებსა და სმარტის დაცვის თანამშრომლებს შორის მოხდა. ინციდენტის შედეგად ცივი იარაღით დაჭრეს დაცვის თანამშრომელი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო დაცვის კიდევ ორმა თანამშრომელმა.

სამივე პირი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა ინციდენტის მონაწილეები. ადგილზე მყოფი სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ღირსეული და ძლიერი წევრი იქნება
შემდეგი სტატიასოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა